9 მუნიციპალურ ავტობუსს იატაკს შეუცვლიან და შეღებავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „ავტოპარკი“ 32 000 ლარს 9 ავტობუსის იატაკის შეცვლასა და გადაღებვაში დახარჯავს.

„ავტოპარკის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „იომ“ მიიღო. ამ ეტაპზე კომპანიასა და „ავტოპარკს“ შორის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბრისას „ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ თქვა, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი თითქმის დასრულებულია და ფიქრობს, რომ სამუშაოებიც მალე დაიწყება.

ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შპს „იოს“ 2 თვიანი ვადა ექნება, რათა 9 ავტობუსს იატაკი შეუცვალოს და გადაღებოს.

„ავტოპარკის“ ბალანსზე სულ 14 ავტობუსი ირიცხება. როგორც ჯალაღონიამ გვითხრა, ყველა მათგანის რემონტია დაგეგმილი, ხოლო ახლა 9 ავტობუსი იმიტომ შეარჩიეს, რომ ისინი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან.

„ავტოპარკის“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ავტობუსს ტექნიკური დათვალიერება გავლილი აქვს და იატაკების ცუდ მდგომარეობაში ყოფნა მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართაობას არ ნიშნავს.

მუნიციპალური ავტობუსები სავალალო მდგომარეობაში რომ არის, ამასთან დაკავშირებით რადიო მარნეულს რამდენჯერმე აქვს სტატია მომზადებული.

2018 წლის 5 ნოემბერს, თაქალოს სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა მაკა მენთეშაშვილმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა სურათები, სადაც ჩანს, თუ როგორაა „დაკერილი“ „ყვითელი ავტობუსის“ იატაკი ხისა და რკინის ფიცრებით. აღნიშნული ავტობუსი მარნეული-წითელი ხიდის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს.


მუნიციპალური ავტობუსი. სურათი: მაკა მენთეშაშვილი

აღსა
ნიშნავია, რომ წითელ ხიდზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მდებარეობს. ბიუჯეტურ ტურისტებს კი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იატაკზე ფიცარგაკრული ავტობუსით მოუწევთ მარნულში ჩამოსვლა.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები