სოკარ ჯორჯია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
სოკარ ჯორჯია გაზი მოსახლეობას აფრთხილებს. ვიდეო მიმართვა სოკარმა ფეისბუქზე გაავრცელა და მოსახლებას მოუწოდა, რომ  ყურადღება გამოიჩინონ. თუ გაქვთ ეჭვი თქვენს საცხოვრებელში გაზის დანადგარების არასწორი მონტაჟის, დაუყონებლივ შეგიძლიათ დარეკოთ სოკარ ჯორჯია გაზის ცელ ხაზზე.  (16 114)

გაუმართავმა მოწყობილობამ შესაძლოა ჯანმრთველობისთვის მძიმე დაზიანება ან სიკვდილიანობაც გამოიწვიოს. ასევე, მიმართვაში წერია, რომ ნუ მიანდობთ გაზის მოწყობილობის დამონტაჟებას იმ პიროვნებას, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში ბოლო თვეების განმავლობაში გაზის მოწყობილობის გაუმართაობით, ერთი აფეთქების , ხოლო მეორე ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი ფაქტი 15 წლის გოგონას გარდაცვალებით დასრულდა.




შეგახსენებთ, 16 იანვარს 20:30 საათზე ქალაქ თბილისში დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსებიდან ერთ-ერთი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია.
საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძეს გადაწყვეტილებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები