გლოვის ნიშნად მარნეულის თვითმმართველობის შენობაზე დროშები დაუშვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

"მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა თბილისში, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს." - წერია მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებას 20:30 საათზე ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედაა გამოცხადებული.

პრემიერის განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

რადიო "მარნეული"



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები