მარნეულში წითელას ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულში წითელას ვირუსის შემთხვევა ერთით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ გვითხრა და აღნიშნა, რომ წითელას ვირუსით 26, 30, და 40 წლის პაციენტები მკურნალობენ.

ლაფერაძე განმარტავს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პრობლემა მუნიციპალიტეტს არ აქვს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აიცრან.

აცრის გაკეთებლად სოფლის ამბულატორიებს უნდა მიმართოთ.

პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით წითელათი დაავადების 312 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა.

წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდაა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 80%.

წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომატებით, სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები