404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

საკრებულოს სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაცია კანონის დაცვით პირველად გამოაცხადეს
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება 2019 წლის 24 იანვარს 14:00 საათზე“ -  ამ შინაარსის სათაურს ვკითხულობს მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და დაუჯერებლად მიგვაჩნია, რომ მათ ერთი კვირით ადრე აცნობეს მოსახლეობას. განცხადება 17 იანვარს გამოქვეყნდა.

თუ გავიხსენებთ მეექვსე მოწვევის საკრებულოს განცხადებებს სხდომის გამართვასთან დაკავშირებით, ერთი კვირით ადრე დაანონსებული საკრებულოს სხდომის შესახებ ჩვენ განცხადება აქამდე არასდროს გვინახავს.

რადიო მარნეულს  სტატიებში არაერთხელ აღუნიშნავს საკრებულოს მიერ კანონდარღვევით გამოქვეყნებული განცხადებები.

თუ რა საკითხებს განიხილავს საკრებულო 24 ინვარს, ეს ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 134 მუხლის მიხედვით -ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს.

ასევე საკრებულოს სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება დაესწროს მას: 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის გარეშე.

ამავე თემაზე:

კანონდარღვევით დაანონსებული 16 საკრებულოს სხდომა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები