404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.
მერიის საქმიანობის პიარისთვის 86 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მერიამ სატელევიზო მომსახურეობის შესყიდვისთვის თანხა 14 000 ლარით გაზარდა და 86 000 ლარს შეადგენს.
ტენდერის თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ერთი წლის განმავობაში გაავრცელოს ინფორმაცია ორ ენაზე (ქართულ- აზერბაიჯანული), რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც წარმომადგენლობითი, ისე აღმასრულებელი ორგანოს.  

საკრებულოს სხდომების სრული ჩანაწერის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში წარმომადგენლობითი ორგანოსთვის გადაცემა,ხოლო ამავე სხდომების/თათბირების შესახებ ვიდეო რგოლების მომზადება.

სატელევიზიო პირდაპირი ეთერი მომზადება ან ჩანაწერის გაშვება მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და მოვლენების Facebook Live - პირდაპირი ეთერის სერვისის მეშვეობით გაშუქება.

ვიდეორგოლების მომზადებული მასალების განთავსება ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, ნიუსების სახით, რომელიც მოიცავს ვიდეორგოლებსა და მის შესაბამის ტექსტურ მასალას.

ტელეკომპანიის ეთერში გასული გადაცემების ნახვა შესაძლებელი უნდა იყოს ინტერნეტ პორტალ www.myvideo.ge-ს საშუალებით;
ტელეკომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი www.youtube.com-ზე, სადაც ხელშეკრულების ფარგლებში ტელეკომპანიის ეთერში გასული ყველა სიუჟეტის ატვირთვა უნდა მოხდეს ყოველდღიურად.
ტელევიზია უნდა იყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული და მინიჭებული უნდა ჰქონდეს საერთო მაუწყებლობის უფლება;

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

1. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ვიდეორგოლების დამზადება და
განთავსება (მაუწყებლობის კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად) ტელეკომპანიის ეთერში.
2. გადაცემების გამეორება მინიმუმ ორჯერ (ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე);
3. გადაცემის დაანონსება მის ეთერში გასვლამდე;
4. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ვიდეორგოლების დამზადება და გაშვება;
5 საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების შესახებ, ინფორმაციის მოსახლეობისთვის
მისაწოდებლად, ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიწვევა გადაცემაში
(პირდაპირი ეთერი ან/და ჩანაწერი);
6. ტექნიკურად გამართული სატელეფონო ჩართვები;
7. ტექნიკურდ გამართული პირობების მოწყობა პირდაპირი ეთერის უზრუნველსაყოფად;
8.კვალიფიციური პერსონალით უზრუნველყოფა;
9. მიმწოდებელმა გადაცემების ეთერში გაშვების დღე და დრო უნდა შეათანხმოს -„შემსყიდველთან“.
10. „შემსყიდველის“ მიერ, ვიდეო მასალების მოთხოვის შემთხვევაში, ოპერატიულად მიწოდების
უზრუნველყოფა.
11. არასამუშაო დღეებში, მუნიციპალიტეტის ღონისძიებებისა და აქტივობების გადაღება- გაშუქება.
12. ვიდეოჩანაწერების/რგოლების დაარქივება 1 (ერთი) წლის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს არქივის მიწოდება შემსყიდველისთვის.

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება 28 იანვრამდეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მერია იგივე მიზნებისთვის ტენდერიებს უკვე რამდენიმე წელია აცხადებს და მუნიციპალიტეტისთვის სატელევიზიო მომსახურეობის შესყიდვისთვის ყოველ ჯერზე შპს „მარნეული ტვ“ უკონკურენტოდ იმარჯვებს. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები