404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2019/01/21/396553806d7f152c55bf91ab9a6e7800.jpg" not exists.

მარნეულში სოფლის კრებების ჩატარება დაიწყო
დღეს, 21 იანვარიდან, მარნეულის 69 სოფელში „სოფლის კრებების“ ჩატარება დაიწყო.

პირველი კრება სოფელ საბირკენტის, ალგეთის, ტაზაკენტის, დამია გიორარხის, ახლო ლალოს, დამიას და კიროვკას მაცხოვრებლებთან ჩატარდა. სოფელ ალგეთში ჩატარებულ შეხვედრაზე მაცხოვრებლებმა გზის, გარე განათების და სარწყავი არხების გაწმენდა მოითხოვა.

„გზაზე გვინდა რომ მოხრეშონ. 30 წელია მანდ არაფერი გაკეთებულა. დაგვპირდნენ რომ გავაკეთებთო.“

„სოფლის მაცხოვრებლებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. კრება ჩატარდა და ყველა აქ იყო არავის არაფერი უთქვამს ხელისუფლების მხრიდან. მოსახლეობამ მივიღეთ ეს გადაწყვეტლება.“

„ უბანს გარე განათება არ აქვს. თქვენ სარწყავი წყლის არხი უნდა ნახოთ რა დღეშია. 60-70 მეტრი მაინც უნდა გაიწმინდოს“ - ამბობს მოსახლეობა

სოფლის საერთო კრებები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ტარდება.

მთელი მარნეულის მასშტაბით, ფონდიდან 616 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც შესაბამისად 69 სოფელზე გადანაწილდება. თითოეულ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 5 000, 6 000, 8 000 ან 10 000 ლარი შეიძლება ჰქონდეს. სოფლის კრებებზე დასწრება ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები