წერეთელში „სოფლის კრება“ ვერ შედგა - მოსახლეობამ წყლის პრობლემაზე მაინც ისაუბრა
წერეთელში „სოფლის კრება“ ჩაიშალა. ამის მიზეზი მოსახლეობის სიმცირე გახდა. კრებას მინიმუმ 200 წერეთლელი უნდა დასწრებოდა, მაგრამ „რიტუალების სახლში“ შეკრებილი მოსახლეობა საგრძნობლად მცირე იყო.

როგორც რწმუნებულის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, ისინი სოფლის თითქმის ყველა მოსახლესთან იყვნენ მისული და 198 ხელმოწრაც შეაგროვეს, მაგრამ დღეს შეხვედრას მხოლოდ 50-60 მოსახლე ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ  მათ მოსახლეობის ხელმოწერა წინასწარ ჰქონდათ შეგროვებული, რაც წესით კანონდარღვევაა. 



მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა, მათ ვინც შეხვედრაზე დასწრება მოახერხეს ძირითადად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით მარნეულის მელიორაციის სასმახურის უფროს ალეკო შუკაკიძეს გაესაუბრნენ

დამსწრეთა ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობასა და მარენულის მელიორაციას შორის, სახნავ-სათესი მიწების მორწყვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს. მოსახლეობისათვის ახალი იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ წელიწადში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვისათვის ფერმერმა 75 ლარი უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ „სოფლის კრება“ 20 წუთის დაგვიანებით, 11:20 საათზე დაიწყო. სოფელ წერეთელში კრება ხელმეორედ თებერვლის ბოლომდე უნდა ჩაატარონ. 



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები