"სოფლის კრება" საიმერლოშიც ჩაიშალა
საიმერლოს „სოფლის კრება“ წერეთლის მსგავსად ჩაიშალა. ჩაშლის მიზეზი ხალხის სიმცირე აღმოჩნდა. ამ სოფელში კრებას 200 ადამიანი უნდა დასწრებოდა, თუმცა დაახლოებით 50 ესწრებოდა.

მოსახლეობამ მერიის თანამშრომლებთან საუბარი მაინც შეძლეს. შიდა არხების გაწმენდა, გზის მოხრეშვითი სამუშაოები, ესაა საიმერლოში განსახორციელებელი პროექტების ინიციატივა. მოსახლეობამ ინიციატივა კანალიზაციის სისტემასთან დაკავშირებითაც გამოთქვა, მაგრამ აღნიშნული წინადადება საპროექტო სიაში ვერ შევიდოდა, რადგან ის დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

მესამე განაცხადი სარიტუალო სახლისთვის სამრეცხაო ოთახის მოწყობას ეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მერიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს პროექტი ვერ შესრულდება ვინაიდან, აღნიშნული პროგრამით მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებია გათვალისწინებული.

საიმერლოსთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარი გამოიყო. აქ ხელმეორედ შეხვედრა თებერვლის ბოლომდე უნდა ჩაატარონ. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდება თანხას რეგიონალური განვითარების ფონდში დაბრუნდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები