404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

1 300 000 ლარად პირველ ქესალოში ნაპირსამაგრ სამუშაოებს შეასრულებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 300 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დაასრულოს.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლერი ფანგანმა თქვა, პირველ ქესალოში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობა 2015-16 წლებში მომხდარ სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება. ამ ადგილას წყლის სატუმბი სადგური მდებარეობს და მისი დანგრევის საფრთხე შეიქმნა.

„იქ არის ერთ-ერთი სატუმბო სადგური და 2015-16 წლებში მტკვრის ადიდების დროს საფრთხე იყო მაგ სატუმბოს წაღებს და შემდეგ მოსახლეობის სავარგულებსაც ემუქრებოდა საფრთხე.“ - ამბობს ლერი ფანგანი

ლერი ფანგანი განმარტავს, რომ აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით პროექტი ჯერ კიდევ სტიქიის შედეგ 2016 წელს, მთავრობის რეკომენდაციით მომზადდა, ამ დრომდე სამუშაოების განხორციელება კი სახსრების უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 3 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები