მერიამ ქობულეთში ახალგაზრდების ტრანსპორტირებისთვის 7 040 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ქობულეთში ახალგაზრდების
ტრანსპორტირებისთვის 7 040 ლარი დახარჯა.
ამის შესახებ
მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სადაც წერია, რომ ერთი
წლის განმავლობაში მერიამ (აგვისტო-სექტემბერი) ქობულეთში, კინტრიშის
ხეობაში საზაფხულო ბანაკში მარნეულელი ახალგაზრდები 3-ჯერ
წაიყვანა.
სამივე შემთხვევაში ტრანსპორტირების თანხა განსხვავებულია:
1. ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში გამართულ ახალგაზრდულ ბანაკში
მონაწილეობის მისაღებად მარნეულის მუნიციპალიტეტის აქტიური
ახალგაზრდების ტრანსპორტირებაში - 4 241.23 ლარი დაიხარჯა.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ხეობაში საზაფხულო ბანაკში
"I see you" მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების
ტრანსპორტირებაში - 1 384.65 ლარი.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ხეობაში საზაფხულო ბანაკში
"I see you" მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების
ტრანსპორტირებაში - 1 414.32 ლარი.
სულ ჯამში გახარჯული თანხა 7 040.19 ლარს შეადგენს. როგორც ჩვენთან
საუბარში "I see you"-ს მარნეულის ხელმძღვანელი, ირაკლი ქველაძე
ამბობს, საგანმანათლებლო/გასართობ ბანაკში ტრანსპორტი ახალგაზრდების
რაოდენობის მიხედვით მიჰყავდათ. „იყო შემთხვევა, როდესაც 3 ავტობუსიც
დაგვჭირდა“ – გვითხრა ქველაძემ.
მარნეულის მერიამ 2018 წელს მგზავრების გადაყვანის მიზნით
სამგზავრო/სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად)
მომსახურებისთვის სულ 3 0669,84 ლარი დახარჯა. ხელშეკრულება თავიანთ
ბალანსზე მყოფ სატრანსპორტო კომპანიას შპს "ექსპრეს ტურისტს“
გაუფორმეს და ასათვისებელი თანხა 11702,16 ლარის ოდენობით დარჩათ.
რადიო „მარნეული“