აღმამედოლოს მოსახლეობა წლებია გზის დაგებას ელოდება
სოფელ აღმამდელოს მკვიდრმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 2017 წელს გზის რაბილიტაცია მოითხოვა და დადებითი პასუხი მიიღო. თუმცა უკვე ორი წელია, ატალახებული გზა და მტვერი თანასოფლელების თანმდევია. მსგავსი სიტუაციაა სოფელ ქუთლიარშიც. აქაც სამოქალაქო ბიუჯეტთან გვაქვს საქმე და შეუსრულებელ დაპირებასთან.

როგორც ვიცით, სამოქალაქო ბიუჯეტი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას გულისხმობს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება.

სოფელ აღმამედლოს მაცხოვრებლები შიდა გზების აღდგენას ითხოვენ. ჩვენთან საუბარში ამბობენ,რომ გზის პრობლემა წლებია აწუხებთ. საკითხით კი არავინ ინტერესდება.

„ამ გზაზე მე პირადად 3 მანქანა ხრეში დავყარე, რომ მანქანებმა კარგად იარონ. ბავშვები სკოლაში სულ ტალახში ამოსვრილები მიდიან. ფეხებზე ცელოფნის პარკებს ვიცმევთ. ყველგან თანხა გამოყვეს გზებს აკეთებენ, წყალი და გაზი მიჰყავთ. ჩვენი სოფელი კი უბედურ დღეშია.“

„ეს გზა აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ პროექტში არის გათვალისწინებული რეაბილიტაცია, ჯერ არაფერი გაკეთებულა. საუბარი მიდის რომ 2019-წლის ბიუჯეტში რამე იქნება. აქ 4-5 კმ მონაკვეთის მოასფალტებაა გათვალისწინებული. ჩვენი თხოვნა ის , რომ მანამდე სანამ გააკეთებენ შესაბამისმა ორგანოებმა ღონისძიებები გაატარონ.“

"ეს გზა მე რომ დავიბადე, მაგ დროიდან ასეა. 76-წლებში ცოტა უკეთესი იყო.უკვე გაფუჭდა. გვპირდებიან ამ წელს, მომდევნო წელს გავაკეთებთო,  მაგრამ არ აკეთებენ."-აბობს მოსახლეობა



მარნეულის მერიაში ვერ აკონკრეტებენ თუ რატომ არ განხორციელდა აღნიშნული გზის რეაბილიტაცია სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, თუმცა განმატავენ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს დამაკვშრებელი გზის რეაბლიტაცია დაგეგმილია.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები