8 თებერვალს მარნეულში ეტალონი ჩატარდება

ხვალ, 8 თებერვალს, 14:00 საათზე  მარნეულის N8 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი ჩატარდება.

როგორც მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში განმარტავენ, მარნეულის 85 წარჩინებული მოსწავლე ერთმანეთს შეეჯიბრება. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს  2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის გამოსავლენ ფინალში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილის მფლობელი გახდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მილენა ადამიანი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები