ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ავაკიანის ბიუსტის დადგმა გააპროტესტეს (LIVE)
დღეს, 8 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ახალქალაქში მიხეილ ავაკიანის ბიუსტის დადგმა გააპროტესტეს.

აქციაში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც იღებდნენ. პარლამენტარმა აზერ სულეიმანოვმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ალი ბაბაევმა და მარნეულის საკრებულოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. ისინი გამოსვლაში აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში სეპარატისტის ბიუსტი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აქციის ჩატარება თავდაპირველად 5 თებერვლისათვის იყო დაგეგმილი, მაგრამ 4 თებერვალს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სევინჯ ჰუმბათოვამ ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის ჩატარების დრო თბილისი მერიის უარის გამო შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყარაბაღის ომის მონაწილე მიხეილ ავაკიანის ბიუსტის გახსნა გაიმართა.




ადიო „მარნეული“

Print