სიახლე
საპასუხო აქცია ავაკიანის ძეგლთან

8 თებერვალს, ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა ყარაბაღის ომში მონაწილე ავაკიანის ძეგლის დემონტაჟზე საპასუხო აქცია გამართეს
.
მათ საპასუხოდ, იმავე დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ ბუღაშენში ავაკიანის ძეგლთქნ ახალგაზრდული მოძრაობის „Зори Зорьяна“ -ს წევრები შეიკრიბნენ და ასე გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა. წერს "Jnews".
როგორც გამომცემლობა წერს, ახალგაზრდული მოძრაობის წევრები თვლიან, რომ მსგავსი ქმედებით საპასუხო რექცია გამოხატეს. იმ შემთხვევაში თუ ბუღაშენის მოსახლეობას დასჭირდება, ახალგაზრდული მოძრაობა მზად არის დადგეს მათ გვერდით.

შეგხსენებთ, რომ 8 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ახალქალაქში მიხეილ ავაკიანის ბიუსტის დადგმა გააპროტესტეს.

ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ავაკიანის ბიუსტის დადგმა გააპროტესტეს (LIVE)

აქციაში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც იღებდნენ. პარლამენტარმა აზერ სულეიმანოვმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ალი ბაბაევმა და მარნეულის საკრებულოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. ისინი გამოსვლაში აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში სეპარატისტის ბიუსტი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.

აღსანიშნავია, რომ  აქციის ჩატარება თავდაპირველად 5 თებერვლისათვის იყო დაგეგმილი, მაგრამ 4 თებერვალს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სევინჯ ჰუმბათოვამ ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის ჩატარების დრო თბილისი მერიის უარის გამო შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყარაბაღის ომის მონაწილე მიხეილ ავაკიანის ბიუსტის გახსნა გაიმართა.

ამ თემაზე:

აზერ სულეიმანოვმა ავაკიანის ძეგლის დემონტაჟზე კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვა

„ძეგლი გახდება მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საინტეგრაციო პოლიტიკა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში“ - ზაურ ხალილოვი

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.

<span style=
18:11 / 18.02.2019

მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს,
დღეს, 18 თებერვალს
14:56 / 18.02.2019
მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს, დღეს, 18 თებერვალს
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც
ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
12:40 / 18.02.2019
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა,
12:21 / 18.02.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,

დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე
გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი
ლიკვიდირებულია.
11:41 / 18.02.2019
დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ოთხი
ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში.
ეჭვმიტანილი დაკავებულია.
22:20 / 17.02.2019
ოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.
17:33 / 15.02.2019
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

ვიდეო სიახლეები