"ამ გზის ბოლო გაჩერება" - ბათუმში სპექტაკლი გაიმართება
ამ გზის ბოლო გაჩერება“ - ამ სახელწოდებით სპექტაკლი დღეს, 10 თებერვალს, ბათუმში „აჭარის სახელმწიფო სიმღერის და ცეკვის“ ანსამბლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
სპექტაკლი ქართულ ენაზე ჩატარდება.

სპექტაკლის ჩასატარებლად დაფინანსება "Tika"-ამ გამოყო და მასში მონაწილეობა უაფსოა.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“ 24 იანვარს თბილისში თეატრ „მსახიობთა სახლში“ გაიმართა.

აღბიშნული წარმოდგენა აზერბაჯანულ ენაზეც დაიდგმება და მარნეულში, გარდაბანსა და ბოლნისშიც გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“-ს ძირითადი თემა ადამიანების მავნე ჩვევების და ნარკომანიის შესახებ ინფორმირებულობა იქნება. სპექტაკლში საუბარია იმაზე, თუ როგორ ღუპავს ნარკოტიკები ადამიანს. სპექტაკლი ასევე მოიცავს ადამიანების სოცილაურ ქსელებზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულობას.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატიული თეატრის მსახიობი ანარ რაფიგოღლუა.

სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ: რაბილ ისმაილოვი, მენდერ სარდაროვი, ლამან მამედოვა და საილ ომაროვა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები