13 მანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურეობაშ მერია 40 677 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 13 ავტომანქანის შეკეთების და ტექნიკური მომსახურებისათვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში პრეისკურანტის, ანუ 13 მანქანის თითოეული ნაწილის შეკეთებისათვის, სავარაუდო თანხა 504 363 ლარია. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 40 677 ლარი.

მერია მთელი წლის განმავლობაში 13 მანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურეობაში 40 677 ლარზე მეტს ვერ დახარჯავს.

ტენდერშ გამარჯვებულმა კომპანიამ, მერიის მიმართვის შესაბამისად შემდეგი სამუშაოები უნდა განახორციელოს:

• სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;

• საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;

• კომპიუტერული დიაგნოსტიკა;

• დიაგნოსტიკა (სავალი ნაწილი, ძრავი, ძალოვანი აგრეგატები, ძარა);

• საბურავების დაშლა-აწყობა, შეკეთება-ბალანსირება;

• განშლა, ნახარის გასწორება;

• ალუმინისა და რკინის მასალის დისკების შეკეთება;

• სალონის შეკეთება (ტორპედო, კარებები, საბარგული, ჭერი და სხვა);

• ელექტრონული სამუშაოები.

ტენდერშ მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 16-დან 18 თებერვლამდე შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“


Print