სახიფათო გზა განათლებამდე - მშობლები მუიციპალიტეტს დახმარებას სთხოვს
როიალ გარაევი სოფელ კირეჩ-მუღანლოს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთლები 9:00 საათზე იწყება, ის ყოველ დილას 7:30 საათზე დგება.

სკოლის სიშორიდან გამომდინარე, გაკვეთილებზე დროულად მისასვლელად 08:00 საათზე ქალაქ მარნეულში წამსვლელ მუნიციპალურ ტრანსპორტს უნდა მიუსწროს.  როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, მამას მანქანით მიჰყავს. სახლიდან სკოლამდე მან ნახევარი საათი ფეხით უნდა იაროს. როიალისთვის ფეხით სიარული რეალურ საფრთხეს წარმოადგან. კირაჩ-მუღანლო სასაზღვრო სოფელია და ავტომობილებიც, შესაბამისად, ბევრია. თან- სწრაფად დადიან. მაგისტრალის გზა ვიწროა და ქვეითებისთვის სიარული ფაქტობრივად შეუძლებელია.

„სკოლა შორს არის, ბავშვებს უწევს ფეხით სიარული. თან ძალიან სახიფათოა და ვთხოვთ მუნიციპალიტეტს ტრანსპორტი გამოყონ.“ - ამბობს სოფლის მკვიდრი

სკოლამდე მისასვლელ გზაზე შვილების გაშვება მშობლებს ეშინიათ. მათი მოთხოვნა მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფაა, რომელიც მოსწავლეებს საგანმანათლებლო დაწესებულებამდე უსაფრთხოდ მიიყვანს.

„4 შვილი მყავს . ფეხით დადის ყველა სკოლაში. არაფერი არ დადის და ვწვალობთ. თუ ნაცნობი მიდის ხოლმე მაქანით, მათ გავაყოლებთ თუ არა და ფეხით მიდიან. ტრასაზე  მანქანები დიდი სიჩქარით დადიან. თხოვნა გვაქვს, ერთი ავტობუსი გამოყონ, რომ მშვიდად გავაგზავნოთ შვილები სკოლაში.“- ამბობს სოფლის მკვიდრი

ყურბანალიევა ზარიფას 3 შვილიშვილს საფრთხის შემცველ გზაზე ყოველდღე უწევს გადაადგილება. ზაფირას თქმით, 2017 წლის აპრილში ერთი მოსწავლის სიცოცხლე სწორედ ამ გზას შეეწირა. ის მშობლებთან ერთად დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვს.

„3 შვილიშვილი მყავს. სკოლაში ფეხით მიდიან. თუ მამა სახლში ჰყავთ მანქანით წაიყვანს თუ არა ფეხით უწევთ სიარული. მე-7, მე-6 და მე-3 კლასებში სწავლობენ. ჯერ პატარები არიან და გვეშინია. ჩვენ თავად გვიწევს სკოლაში მათი მიყვანა. „ - ამბობს ზარიფა

არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენ მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს ქენან ომაროვს მივმართეთ, რომელმაც განმარტა, რომ მშობლებმა ხელმოწერები უნდა შეაგროვონ და სკოლას მიმართონ. საგანმანათლებლო დაწესებულება კი განცხადებას რესურს ცენტრს მიაწვდის. ომაროვის თქმით, თუ მერია საჭირდ ჩათვლის ბავშვებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას მაშინ სოფელს აუცილებლად უზრუნველყოფენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები