შშმ პირების ოჯახის წევრები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ უნდა გადაადგილდებოდნენ - ახმედ იმამკულიევი
მარნეულში მცხოვრები შშმ პირების საჭიროებებთან დაკავშირებით დღეს , 12 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობს ცენტრში შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, პარლამენტარი მახირ დარზიევი, საკრებულოს წევრი ახმედ იმამკულიევი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის სოციალური პროგრამები, რომლებიც მარნეულსა და საქართველოში ხორციელდება.

მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მოსახლეობის მიერ წამოჭრილი პრობლემები მაქსიმალურად პასუხგაცემულია, მაგრამ პრობლემების ოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმა მაინც საჭიროა.

„არის საკითხები სადაც სოციალური პროგრამების დახვეწაა საჭირო. უნდა გაკეთდეს დეტალური კვლევა თუ რა არის მათი მოთხოვნა და ამის მიხედვით მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტში სახსრები.“ - თქვა ლაშა ლობჯანიძემ

შეხვედრის მონაწილეებმა ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად მუნიციპალური ტრანსპორტის არაადაპტირებულობა დაასახელეს, რასთან დაკავშირებითაც ლობჯანიძემ თქვა, რომ მერია მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ უნდა უპასუხონ დღევანდელ მოთხოვნებსა და გამოწვევებს.

მუნიციპალურ ტრანსპორტთან იყო დაკავშირებული საკრებულოს წევრის ახმედ იმამკულიევის ინიციატივაც, რომელიც მან შეხვედრაზე გააჟღერა.

„მოვითხოვეთ, რომ მერია შემოვიდეს საკრებულოში წინადადებით, რათა შშმ პირების ოჯახებს მივცეთ უფასო გადაადგილების საშუალება მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ტრანსპორტით, რაც მათთვის ერთ-ერთი შეღავათი იქნება.“ - ამბობს ახმედ იმამკულიევი

იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას შშმ პირების სოციალური დახმარების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს უფრო მჭიდრო ავშირი უნდა ჰქონდეს ცენტრალურ მთავრობასთან რათა მუნიციპალიტეტის ტრანსფერები გაიზარდოს.

„მუნიციპალიტეტში სადაც ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია და მეორე მუნიციპალიტეტშიც ზუსტად იგივე თანხაა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა ერთგან 140 000 ადამიანამდეა, ხოლო მეორეგან 40 000-მდე, აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ უფრო მეტი ტრანსფერი ჩვენსკენ უნდა მომართოს, რაც ადამიანების კეთილდღეობისთვის უნდა დავხარჯოთ.“ - თქვა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტრანსფერები დღეისათვის ხელფასების გაზრდასა და სამუშაო ადგილების ხელოვნურ გაზრდაში იხარჯება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები