აბაზოვის გადადგომას საკრებულო ცნობის სახით ხვალ მიიღებს
თემურ აბაზოვის განცხადებას, მარნეულის მერის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, საკრებულო ცნობის სახით ხვალ 11:00 საათზე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ მოგვაწოდა.

ბერიძის თქმით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ გაიმართება.

თემურ აბაზოვმა გადადგომასთან დაკავშირებული განცხადება საკრებულოში გუშინ, 12 თებერვალს შეიტანა. პროცედურულად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მისი განცხადება ცნობის სახით უნდა მიიღო, რის შემდეგაც აბაზოვს უფლებამოსილება შეუწყდება.

აბაზოვისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების რიგგარეშე არჩევნების თარიღს დანიშნავს, რის შემდეგაც მარნეული კვლავ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩაერთვება.

მერის არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება, ვინაიდან აბაზოვმა თანამდებობა 15 თებერვლამდე დატოვა. შესაძლოა მისი გადაწყვეტილება ამ თარიღთანაც იყოს კავშირში, რადგან საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები უახლოეს მაისში ჩატარდება.

იმ შემთხვევაში, თუ აბაზოვი განცხადებას 15 თებერვლის შემდეგ დაწერდა, არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა.

თემურ აბაზოვს პროკურატურამ 13 ივნისს მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალი წაუყენა. რაც მისთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი გახდა.

აბაზოვი შვიდი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დეკემბერში სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სამასართლო პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება.

რადიო „მანრეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები