დამოუკიდებელი მედიის დაცვა პოლიტიკური ძალებისგან - მარნეულელ ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა
დღეს, 13 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედია საშუალების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვდრაზე მედია პოლარიზაციის საკითხები განიხილეს.


როგორც ჩვენთან საუბარში .ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა განმარტა, ქვეყნის პოლარიზება დიდ პრობლემებს ქმნის მედია სისტემაში.

„როდესაც გვაქვს ასეთი მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, ეს აისახება მედია პოლარიზაციაზეც და მონიტორინგის დასკვნები, თუნდაც ბოლო არჩევნების აჩვენებს, რომ ეს პოლარიზაცია კიდევ და კიდევ მკეთრი ხდება. მეორე ტურის წინნა პერიოდის მონიტორინგებს თუ გადავხედავთ, კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი. ამან ფაქტობრივად საზოგადოების მკვეთრი დაყოფა გამოიწვია, რაც არის საფრთხისშემცველი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენი შეხვედრები მიზნად ისახავს ჩვენს კოლეგებთან, ჟურნალისტებთან ერთად მეტი ვიფიქროთ ამ პრობლემის დაძლევის მექანიზმებზე და დამოუკიდებელი მედიების გაძლიერებაზე.“- ამბობს ნათია კუპრაშვილი

შეხვედრაზე თავიანთი რეკომენდაციები გასცეს მედია საშუალების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. სარეკომენდაციო პაკეტი მონაწილეებს შორის გაიცვლება.

მგავსი შეხვედრები რეგიონებში უკვე მეორედ ტარდება. კუპრაშვილის თქმით, ერთ წელიწადში კიდევ უფრო მეტადაა გაუარესებული მედიაპოლარიზაცია და ამას ხელახალი მსჯელობა და გამოსავლის ძიება სჭირდება.

პროექტს ახორციელებს Democracy Reporting International, ფორსეტთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

მსგავსი შეხვედრები მარნეულის შემდეგ კიდევ ოთხ რეგიონში ჩატარდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები