იმამკულიევის აზრით, აბაზოვს გადადგომის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია
„მე ვთვლი, რომ თემურ აბაზოვს არ დაუწერია და მას დააწერინეს ეს განცხადება. ეს არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ყველა ამას ველოდით“ - ამბობს ახმედ იმამკულიევი თემურ აბაზოვის მიერ გადადგომაზე დაწერილ განცხადებასთან დაკავშირებით.

მანრეულის საკრებულოს წევრის თქმით, „ქათულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ თემურ აბაზოვი მისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე მარნეულის მერის თანამდებობას ვერ დაუბრუნდებოდა.

იმამკულიევი თვლის, რომ აბაზოვმა დაგვიანებით, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - „კარგი იქნებოდა, რომ აბაზოვს ეს გადაწყვეტილება 6 თვის წინ მიეღო“.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ აბაზოვის მიერ გადადგომაზე დაწერილი განცხადება არჩევნების მაისში ჩატარებას უკავშირდება, რადგან საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები უახლოეს მაისში ჩატარდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აბაზოვი განცხადებას 15 თებერვლის შემდეგ დაწერდა, არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა.

იმამკულიევი აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ ვინ იქნება პარტიის მერობის კანდიდატი.

„ჩემი კანდიდატურა იქნება თუ სხვისი, ამას პარტიის მარნეულის რაიონული ორგანიზაცია ერთობლივად გადაწყვეტს. ვთვლი, რომ ასეთი საკითხი ერთპიროვნულად არ უნდა გადაწყდეს. თუ ჩვენი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მე უნდა ვიყარო კენჭი მარნეულის მერად, მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მარნეულს ყავდეს ნამდვილი, პატრიოტი და რაიონის მოყვარე მერი.“ - ამბობს ახმედ იმამკულიევი

იმამკულიევის თქმით, ჯერ-ჯერობით კვალიციის შექმნაზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თვლის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ერთად ბრძოლა კარგი იქნება.

თემურ აბაზოვმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება 12 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიტანა, რომელიც საკრებულომ ცნობის სახით უნდა მიიღოს.

თავდაპირველად, საკრებულომ მას უფლება-მოვალეობა მას შემდეგ შეუჩერა რაც 13 ივნისს პროკურატურამ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადმიანური მოპყრობის ბრალი წაუყენა.

აბაზოვი შვიდი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დეკემბერში სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სამასართლო პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება.

რადიო „მანრეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები