404 შეცდომა
19 წლის მარნეულელმა ბიჭმა თავი მოიკლა
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა . შემთხვევა დღეს, 14 თებერვალს მოხდა.

რადიო "მარნეულის" ჟურნალისტები მოზარდის ოჯახში იმყოფებოდნენ. მეზობლების თქმით, ბიჭმა თავი ეზოში მდებარე მანქანის სადგომში ჩამოიხრჩო. მათთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭი სახლიდან ხშირად არ გამოდიოდა და მთელი დღე ოჯახს ეხმარებოდა.

მეზობლები აღნიშნავენ, რომ მოზარდი მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობდა და ეზოში სავარჯიშოდ ინსტრუმენტების შექმნა სურდა.

შემთხვევის დროს მოზარდის ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, მამა სამსახურში, ხოლო დედა გასვენებაში იყო. ბიჭი გასვენებიდან დაბრუნებულმა დედამ იპოვა.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რადიო "მარნეული"


შენიშვნა:

თავდაპირველად სტატიაში გარდაცვლილის ასაკი არასწორად იყო მითითებული.
Print