404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/16/d4df3a95114cd6d4baccfc30cd42f16f.jpg" not exists.

მარნეულელი საჯარო მოხელე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის გამო დააკავეს.

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, ისევე როგორც ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებული აბიდ ოსმანოვი.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, გუშინ, 14 თებერვალს მარნეულში ნარკოტიკული საშუალებების რეეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი ნამდვილად დააკავეს, მაგრამ მის ვინაობას არ ამხელენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებული პირი ყულარის ადმინისტრაციული ეთეულის ერთ-ერთი სპეციალისტია რადიო „მარნეულს“ სანდო წყარომ მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები