ფეისბუქის „ვეფხვებს და ლომებს“ გაჯიევი კაბინეტში ეპატიჟება
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება ჩვენთან საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან გაჯიევმა გააკეთა.

გაჯიევის თქმით, სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობის მისი დისკრედიტაცია და ცრუ ინფორმაციების გავრცელება.

„საკმარისია პროვოკაცია და ზედმეტი საქმეებით დაკავება. მოვიდნონ, ყველა კითხვა პირადად დამისვან და თქვან, თუ რა გააკეთეს ამ რაიონისათვის და რის გაკეთებას აპირებენ. ეთნიკური და რელიგიური თემებით სპეკულირებენ, კომპიუტერების წინ ზიან და ასე ვთქვათ, ყველა ლომი გახდა.“ - ამბობს რუსლან გაჯიევი

გაჯიევი კონკრეტულ სახელსა და გვარებს ვერ ასახელებს. ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი მომხმარებლების რაოდენობა ბევრია.

დეპუტატი განმარავს, რომ ყოველ ორშაბათს, 12:00 საათიდან მას მოქალაქეების მიღების დღე აქვს და ყველა მსურველს შეუძლია მისვლა და მათთვის საჭირო საკითხთან დაკავშირებით გასაუბრება.

რადიო „მანრეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები