2022 წლის პირველ ცხრა თვეში ქვემო ქართლში ავარიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 4 060 ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები 2022 წლის პირველ სამ კვარტალს მოიცავს. სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გასული წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს მასშტაბით 326 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 704 ადამიანი დაშავდა.

ქვემო ქართლის მასშტაბით სისხლისამართლებრივი გამოძიება 287 ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო. გასული წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ქვემო ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 428 ადამიანი დაშავდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები