მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ
სადახლოში ორ უბანზე შიდა გზებს დააგებს.
მარნეულის მერიამ სადახლოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების
შესრულებისათვის 526 863 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სადახლოს შიდა გზების დაგებისათვის გათვალისწინებული თანხა სრულიად
მარენეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი.
„მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო
და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. შესრულებული
სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს“. -
აღნიშნულია სადახლოში შიდა გზების დაგების ტენდერში
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი
30 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს
სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 20 აპრილამდე პერიოდში
შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მასზე
დაკისრებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალდენდარულ
დღეში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“