„ნატო“-ს შესახებ პროპაგანდის გავლენა ეთნიკურ უმცირესობებზე
„არ ვიცი“ - ესაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ძირითადი პასუხი კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნაი საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

NDI-ს 2022 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირის მიმართ სტაბილურად მაღალია. მოსახლეობის 73% მომხრეა საქართველო გახდეს ნატოს წევრი, 14%-სათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 11%-მა არ იცის. ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ რეგიონებში სტატისტიკური მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება ეროვნული მაჩვენებლისაგან. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის 47%-მა არ იცის უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 32% საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ემხრობა, ხოლო 21% არ ემხრობა.

უნდა აღენიშნოს რომ კველევბის თანახმად ეთნიკური უმცირესობების მონაწილეებით გამოკითხვებში მეტნაკლებად ჩანს აზრთა ცვლილება ევროკავშირთან მიმართებაში. რასაც ვერ ვიტყვით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ანუ ნატო-ზე..

მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია თუ რა არის „ნატო“ და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ ამ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებისაგან. ჩვენს მიერ გამოკითხული მარნეულელების უმრავლესობა აცხადებს, რომ მათთვის ნატოს შესახებ საკითხები საინტერესო არაა.

„არ ვიცი ნატო რა არის, სახელმწიფოს და პოლიტიკის საქმეა. პოლიტიკაა და ჩვენ არ ვერევით ამ საქმეში“. - ამბობს მარნეულელი კაცი

„რა ვიცი, ნატოზე მეტად მირჩევნია რუსეთი და ევროპა იყოს“. - აცხადებს მარნეულელი კაცი

მოქალაქეებს ჩვენთან საუბრისას უჭირთ იმის გახსენებაც, თუ რომელი ქვეყნები არიან მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრები. ერთ-ერთ მარნეულელ კაცთან ჩვენი დიალოგი ასე წარიმართა:
- რა სარგებელი შეიძლება გვქონდეს ჩვენ ნატოსგან?
- ეს პოლიტიკაა, ჩვენ რა?
- რომელი მეზობელი ქვეყანაა ნატოს წევრი?
- რომელი ქვეყანა? თურქეთი! აზერბაიჯანელებისთვის კარგია თურქეთის ნატოს წევრობა. თურქეთი ყველას ეხმარება.“

ჩვენს მიერ გამოკითხული კიდევ ერთი მარნეულელი კაცი კი ამბობს, რომ ნატო თავად ცდილობრს კონფლიქტების შექმნას.

„ეს ნატო ურევს ხალხს ცხოვრებას. ერთიმეორესთან აჩხუბებს. რა საჭიროა ეს ომი? რა საჭიროა ერთმანეთის გაბრაზება?
- თუ იცით, ვინ არის ნატოს წევრი?
- როგორც ვიცი საქართველო არ არის, სომხეთი არ შეიყვანეს, აზერბაიჯანი არ შესულა წევრად. ვინ დარჩა კიდევ? რუსეთი არასდროს გახდება ნატოს წევრი.
- თურქეთია ნატოს წევრი, თქვენი აზრით, ეს საფრთხეა ჩვენთვის?
- თურქეთისგან არანაირი საფრთხე არ გვემუქრება - არასდროს“.


გამოკითხულთა უმრავლესობა ნატოზე საუბრისას სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას ავრცელებს და ჩანს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მათ მოსაზრებებზე გავლენა პროპაგანდისტულმა მანქანამ მოახდინა.
„ნატო ხალხს ერთმანეთს აჩხუბებს“ - ეს არის ერთ-ერთი დეზინფორმაცია რასაც მარნეულელი კაცი ჩვენთან საუბრისას ამბობდა.
„საქართველო ნატოში შესვლით დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს“
„საქართველოში დაიწყება ომი, თუ ქვეყანა გახდება ნატოს წევრი“
„ნატო საქართველოში ქმნის კონფლიქტის კერებს“
- ამ და სხვა დეზინფორმაციულ ნარატივებზე რადიო „მარნეულთან“ გაერთიანებული სამეფოების ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა ისაუბრა.


სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი - ნატო - 1949 წელს შეიქმნა. ალიანსი თავდაპირველად 12-მა ქვეყანამ შემქნა, ამ ეტაპზე კი ნატოში 31 სახელმწიფოა გაწევრიანებული. წევრი სახელმწიფოები 2008 წელს შეთანხმდნენ, რომ საქართველო ოდესმე გახდება ნატოს წევრი. ერთ-ერთი სახელმწიო რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოა.

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა. საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისი და საკონტაქტო საელჩოები ეხმარებიან საქართველოს ნატოს სტანდარტებთან სისრულეში მოყვანასა და სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში.


ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ აქვთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ არაინფორმირებულობაა. აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე არ ვრცელდება საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის ნატო და რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ამ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ინფორმაციის არქონა კი ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის სხვადასხვა დეზინფორმაციის მიმართა.

NDI-ს 2022 წლის კვლევის მიხედვით, უმცირესობების თემს ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი აქვს ინტერნეტი, რომელიც დღეს ინფრმაციის გავრცელებაში ყველაზე მდიდარი რესურსია. 63% კვირაში ერთხელ, 21% კი არასდროს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. ასევე, ამ კვლევის თანახმად, უმცირესობების თემში საშუალოზე მაღალი ასაკის მოსახლეობამ უფრო რუსული ენა იცის, ნაკლებად ინგლისური. უყურებენ მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებს და მათთვის რუსული რესურსები უფრო ხელმისაწვდომია.

ნატო არ ითანამშრომლებს ქვეყანასთან სადაც დემოკრატიის და ადამიანის უფლების დონე დაბალია. ამიტომ ნატო ეს არ არის მხოლოდ იარაღი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თანამსრომლობს საქართველოსთან რეფორმებზე რომელიც ქვეყანასუფრო დემოკრატიულს გახდის.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები