მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია იურიდიული განყოფილების შესასვლელი
ჰოლისთვის კარადების შესყიდვას გეგმავს.
ავეჯის შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი დღეს, 13
მარტს გამოაცხადა. მერიას 3 559 ლარი აქვს გათვალისწინებული
ლამინირებული კარადების შესაძენად.
“ზომები 500X40X245 სმ. დახურული თაროებით, მასალა -
ლამინირებულიŞ სახელურები - ლითონის. ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით.
“ - წერია სატენდერო
დოკუმენტაციაში.
კარადების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს
20-22 მარტის პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას ავეჯი ხელშეკრულების
გაფორმებიდან 14 კალენდარულ დღეში მიაწოდოს.
ავეჯის შეძენის თანხის 100% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით
ფინანსდება.