მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს 3 ახალი წევრი დაემატა
1 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. მარნეულის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გენდერული თანასწორობის ახლამა თავმჯდომარემ ია ესებუამ განაცხადა, რომ საბჭოს სამი ახალი წევრი ემატება.

,,რაც შეეხება გენდერული საბჭოს ცვლილებას, გვყავს მსურველები განსაკუთრებით კი მედიის წარმმადგენლები, მოხარული ვიქნბით, რაც მეტი არასამთავრობო მედიის წარმოამდგენელი ჩაერთვება გენდეულ საბჭოში. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენთან ერთად განახორცილებენ
სხვადასხვა სამუშაოებს, მხოლოდ მისასალმებელი იქნება ჩვენთვის. გამომდინარე აქედან სამმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ შემოვიდნენ გენდერულ საბჭოში და გთხოვთ კენჭი ვყაროთ, რომ აღნიშნული ადამიანები გახდნენ საბჭოს წევრები.
შემიძლია ვთქვა, ვინც არიან საბჭოს ახალი წევრები, თუ საინტერესო არის: მარნეული TV-ს წარმომადგენელი ქალაბტონი მარიამ ქველაძე, ორი კი არის ჩვენი თანამშრომელი ბატონი რომან ტაბატაძე და ბაჩანა მუმლაძე.’’
- განაცხადა ია ესებუამ

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიოგაძე იყო, მან გენდერული საბჭოს თავმჯდომარეობა გასულ თვეს დატოვა და საბჭოს ახალი თავმჯდომარე ია ესებუა გახდა.

,,მოგეხსენბათ, რომ ჩვენ წინა კვირაზე გვქონდა სხდომა გენდერული საბჭოს შემადგენლობით. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საბჭოს თანამდებობას ვიკავებდი მე და მოხდება ცვლილება ამ თანამდებობას დაიკავებს ქალბატონო ია და დანარჩენებსაც მოგახსენებთ. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ვინმე სურვილს გამოთქვამს აღნიშნულ საბჭოში გაწევრიანებაზე და რა თქმა უნდა მივესალმებით თუ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვებიან გენდერული საბჭოს განხილვის საქმიანობაში’’. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოში დღეს, პირველ მაისს, მიღებული ცვლილებების შედეგად წევრთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

რადიო “მარნეული”
ნინო გუსეინოვა

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები