ზაურ დარგალმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა. მხარდამჭერთა სიაში ასევე არიან ქვემო ქართლის წარმომადგენელი მაჟორიტარები სავალან მირზოევი და გოგი მეშველიანი.

რუსულ კანონს მხარი 83- მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამ დრომდე გრძელდება საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან, სადაც მოქალაქეებს რეზინის ტყვიებით და გაზით არბევენ.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას,
რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები