წვიმის დროს წყლით გავსებული ტროტუარები რუსთაველის ქუჩაზე - ფოტო
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, წვიმის დროს ფეხით მოსიარულეთა ტროტუარები წყლით ივსება. მოქალაქეებს ტროტუარებზე გადაადგილება უჭირთ, რადგან სავალი ნაწილი წყლითაა სავსე.

პრობლემური ხდება გადაადგილება მარნეულის N5 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოსტის შენობის წინ, ხიდის ქვეშ და რუსთაველის ქუჩის სხვა ნაწილებზე.
მარენულის ცენტრალური სტადიონის შესასვლელი

მარენულის ცენტრალური სტადიონის შესასვლელი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულში რუსთაველი ქუჩის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაა 2022 წელს შპს „პროჯეკტ კომპანი“-საგან 116 830 ლარად
შეიძინა. მერიასა და „პროჯეკტ კომპანი“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 7 000 000 ლარია.

მარნეულის მერიას რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები არც 2023 წლის და არც 2024 წლის ბიუჯეტებში გამოყოფილი არ აქვს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის დაიწყება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. მანამდე კი მარნეულელებს, წვიმის დროს, კვლავ წყლით სავსე ტროტუარებზე მოუწევთ სიარული.
მარნეულის N5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

მარნეულის N5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
მარნეულში დღეს, 7 მაისს, მთელი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. 8 და 9 მაისს სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ, ხოლო 10 მაისიდან მთელი კვირის განმავლობაში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.

მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
რადიო „მარნეული“

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწ
ონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები