18 წლის სამირა გამბაროვას მკურნალობისთვის 80 000 დოლარი ესაჭიროება
ქალაქ რუსთავის მკვიდრი 18 წლის სამირა გამბაროვა „სისხლის კიბოთია“ დაავადებული. მისი მკურნალობისთვის 80 000 დოლარია საჭირო. სამირას დედა ლეილა ზეინალოვა რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს რომ მისი შვილი იაშვილის კლინიკაში რამდენჯერმე მკურნალობდა. 8 წელია ამ დაავადებას ებრძვის.

„18 წელი რომ შესრულდა იაშვვილში უკვე მკურნალობა არ ეკუთვნის. ამიტომ იძულებული გავხდი შვილი თურქეთში წამომეყვანა. ამჟამად 80 დოლარი მოგვითხოვეს. მკურნალობის მერე
ბავშვს თავის ტვინი უნდა გადაუნერგონ. ამას საქართველოს მთავრობა აფინანსებს. პირველი გადანერგვა კი საქართველოში არ არის. მაგრამ აქ რომ დავრჩეთ ქიმიოთერაპია მთავრობა არ გვეხმარება. ამიტომ გვჭირდება დახმარება“,
- ლეილა ზეინალოვა აცხადებს.

გთავაზობთ სამირა გამბაროვას საბანკო რეკვიზიტევდ:
  • GE42BG0000000591119121 - “საქართველოს ბანკი“
  • GE21TB7015045068100051 - თბს ბანკი
  • ანგარიშის მფლობელი ლეილა ზეინალოვა
  • საკონტაქტო ნომერი - +995 555 25 51 76

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები