404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/03/28/ef8707f21ea0aa78780b9050c537cab4.jpg" not exists.

ახალი საიტი მოქალაქეებს პარლამენტიდან ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება
დღეს, 28 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა საქართველოს პარლამენტის გამჭვირვალობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აქტიურად განიხილებოდა საიტი www.chemiparlamenti.ge , აღნიშნული საიტის მეშვეობით ნებისმიერ პირს შეეძლება მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება. საიტი მომხმარებელს აძლევს საშვალებას თვალყური ადევნოს პარლამენტის გადაწყვეტილებებს, ინიციატივებს, დაგეგ ღონისძიებებსა და სხდომებს.

მოქალაქეს საიტის საშვალებით ასევე შეუძლია გაიგოს თუ ვინ არის მისი წარმომადგენელი პარლამენტში, იხილოს პარლამენტის წევრთა შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობის, შემოსავლებისა და ბიოგრაფიული მონაცემები. თვალი მიადევნოს მიმდინარე კანონპროექტებს და მათი განხილვის სტადიებს მარტივად გასაგებ ფორმატში. გამოიწეროს SMS სერვისი, რომლის საშუალებით ინტერესის სფეროს შესაბამისად მიიღებს ინფორმაციას აქტუალური საკითხების პარლამენტში განხილვის თაობაზე. გაუგზავნოს იდეა და მოსაზრება პარლამენტს, სასურველი ცვლილების შესახებ და გაეცნოს ორგანიზაციის აქტივობების შესახებ ინფორმაციას, რომელიც პარლამენტთან არის დაკავშირებული, გაეცნოს ამ საკითხთან დაკავშირებით პუბლიკაციებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები