მარნეულში 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილეს
დღეს, 28 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისთვის ახალი ვალდებულებების შემუშავებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობასა და საქართველოს მიღწევების შესახებ საპარლამენტო მიღწევების კუთხით საქართველოს პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ ისაუბრა. გუგული მაღაძის თქმით შეხვედრის მთავარ მიზანს ფართო საზოგადოებისათვის საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა.

საქართველოს პარლამენტარი ასევე მნიშვნელოვნად აფასებს საფრანგეთის მიერ საქართველოსათვის ღია მმართველობის პროგრამის თავმჯდომარეობის გადაცემას. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილმი შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა.

შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები