რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი
დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი
კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე
საქართველოს მთავრობის კანცელარიის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
პოსტს იკავებდა.