კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მესაკუთრე კომპანიის გენერალური დირექტორი დააკავეს
კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის "Зимняя вишня"-ს მესაკუთრე კომპანიის გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, თანამშრომლებმა არაერთხელ აცნობეს ბოგდანოვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემის ნაკლოვანებების შესახებ, თუმცა მან არაფერი მოიმოქმედა.

პეტრენკოს თქმით, იულია ბოგდანოვა „მხოლოდ ახალი სავაჭრო ფართობების იჯარით გაცემით იყო დაკავებული“.
დაკავებულის სახლში უკვე ჩატარდა ჩხრეკა. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლით წაუყენებენ, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სავაჭრო ცენტრ „Зимняя вишня“-ში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.

წყარო: ipn.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები