პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 64 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.

”64 შეწყალებული მსჯავრდებულიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს 41 პატიმარი დატოვებს. 23 შეწყალებულ მსჯავრდებულს კი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულებიდან 3 ქალია და 1 არასრულწლოვანი. აქედან ერთი ქალი დღეს დატოვებს დაწესებულებას, ორს კი სასჯელი შეუმცირდა. რაც შეეხება არასრულწლოვანს, მას სასჯელი შეუმცირდა", - განაცხადა ქორიძემ.

მისივე ინფორმაციით, შეწყალების კომისია 28 - 29 მარტს მუშაობდა და სულ ჯამში 335 საქმე განიხილა.

წყარო: ipn.ge


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები