პოლიტიკა
Gruzija-ს ნაცვლად Sakartvelo - ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან უნიკალური ჟესტი
ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდება საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება . ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ლიტვის საელჩო საქართველოში

როგორც ცნობილია, ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისია განაგრძობს ლიტვურ ენაში საქართველოს აუთენტური დასახელების შესაძლო დამკვიდრების საკითხის განხილვას.
„აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან ერთად (Gruzija)“ - წერია განცხადებაში

კომისია განაგრძობს მსჯელობას სახელწოდების დაზუსტებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით, და მოგვიანებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, სიტყვა Sakartvelo-ს ლიტვური ენის ლინგვისტურ თავისებურებებთან მორგების თაობაზე.

განცხადებაში წერია რომ ამ ნაბიჯით, ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას.

„საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში მიესალმება აღნიშნულ ნაბიჯს, რომელიც განსაკუთრებით სიმბოლური იქნება საქართველო-ლიტვის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით“.

ასევე, ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს - 2018 წლის 26 მაისს. - წერია საელჩოს განცხადებაში

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი
სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის სალომე
ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან
16:34 / 14.12.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან
თბილისში,
14:07 / 14.12.2018
თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფიში დამხარების სათხოვნელად მისული ქალი გარდაიცვალა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან
კოორდინაციით,
13:29 / 14.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,
პოლიტიკოსი ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ში დაუდასტურეს
18:02 / 04.12.2018
პოლიტიკოსი ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ში დაუდასტურეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, წარსულში მძიმე
დანაშაულებისთვის ნასამართლევი 5 პირი
13:56 / 04.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი 5 პირი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ე.წ. “სააფთიაქო
ნარკომანიის” სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის
საქმეზე მიმდინარე
13:20 / 04.12.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიის” სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის
თანამშრომელთა რაოდენობა 60 %-მდე შემცირდება
12:17 / 04.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 60 %-მდე შემცირდება
საქართველოს ახალი პრეზიდენტის
ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება,
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება
12:09 / 04.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება