პოლიტიკა
თამაზ ნავერიანს ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევის შემდეგ შემძვრელი გრძნობა დაეუფლა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა. 55 დეპუტატს შორის მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანიც არის.
6 აპრილს, დეპუტატი ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს სადაც ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და მასმედიაში აგორებულ აჟიოტაჟად აფასებს.

„მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, კარგად მაქვს გააზრებული ჩემი როლი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და ყოველთვის გავემიჯნები უადგილო პოპულიზმს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გუნდის ერთიანობას და სახელმწიფო ინტერესებს.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ აჟიოტაჟზე გათვლილ პროვოკაციულ მოქმედებასთან საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც ხელოვნურად მანიპულირებდა კანონით მისთვის მინიჭებული კვოტით. უმცირესობა ამაოდ ცდილობს ჩვენს გუნდში განხეთქილების შეტანას და ამ მიზნით თავს გვახვევს იაფფასიან დილემას: უნდა ავირჩიოთ მიუღებელი კანდიდატებიდან ერთერთი და რადგან სასწორის მეორე პინაზე დგას კანონისმიერი ვალდებულება და სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ოპონენტს ვერ მივცემთ საშუალებას, წარმოადგინოს სურათი ისე, თითქოს ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის არსებობა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და ამის გამო ვბლოკავთ მათ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს. ნინია კაკაბაძეზე უკეთეს კანდიდატურას უმცირესობა ვერ/არ წარმოადგენდა და ნებისმიერი სხვა კანდიდატიც იქნებოდა ზუსტად იმ „ფასეულობათა“ მატარებელი, რომელიც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისათვის - როგორც წესი, ეს ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ქართულ ეროვნულ ტრადიციებს და გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული მიუღებლობა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის მიმართ
“. ვკლითხულობთ ნავერიანის ფეისბუქ სტატუსში

დეპუტატი წერს რომ ხმის მიცემამდე ნინია კაკაბაძის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ეკლესიის მიმართ იცოდა თუმცა კაკაბაძის მიმართ გამორჩეული ყურადღება არ დაუთმია.

„ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მომრწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს. შესაძლოა, ახლა უადგილოა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის მძაფრი და სულის შემძვრელი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ქალბატონის ცნობილი განცხადების დაგვიანებით მოსმენის შემდეგ, აუცილებლად იქონიებდა გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა“.- ასევე წერია მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებაში.

მსგავსი განცხადებით ასევე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო საზოგადოებას ბოდიში მოიხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ და ია მამალაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღეს. ამის შემდეგ კი კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა პარლამენტს. პირველ კენჭისყრაზე პარლამენტმა კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, ხოლო დღეს აირჩია.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა – უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დევდარიანის ნაცვლად ომბუდსმენმა პარლამენტს იზაბელა ოსიპვას კანდიდატურა დაასახელა რომელიც ასევე პარლამენტარებმა 95 ხმით აირჩიეს.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილი აცხადებს, რომ მან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გასცა
დაპირება ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრის შესახებ და ეს ინიციატივა
არჩევნებს არ უკავშირდება
01:40 / 21.11.2018
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გასცა დაპირება ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრის შესახებ და ეს ინიციატივა არჩევნებს არ უკავშირდება
ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა
უნდა გვქონდეს საზოგადოებიდან, – ამის შესახებ პარტია “ქართული
ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “იმედი Live”-ის ეთერში
განაცხადა
01:33 / 21.11.2018
ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა გვქონდეს საზოგადოებიდან, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “იმედი Live”-ის ეთერში განაცხადა
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილი მისი პარტიის დაკვეთითვე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს
აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას შორის
ბზარი გაჩნდა
01:29 / 21.11.2018
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მისი პარტიის დაკვეთითვე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას შორის ბზარი გაჩნდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის
ეკა გიგაურის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ
განუცხადებიათ, რომ წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც
ბიომეტრიული
17:57 / 20.11.2018
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ განუცხადებიათ, რომ წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც ბიომეტრიული
პროკურატურამ არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ყალბი
პირადებების შესაძლო დამზადებას ეხება, გამოძიება დაიწყო
17:53 / 20.11.2018
პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ყალბი პირადებების შესაძლო დამზადებას ეხება, გამოძიება დაიწყო
საიას, სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო
გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, სერვისების განვითარების
სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა
ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების
დამზადების შესახებ
17:48 / 20.11.2018
საიას, სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ
მარნეულის მერია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშით მოამარაგებს.
როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, საშეშე მერქნის დარიგება
წერილობით განცხადების საფუძველზე მოხდება.
16:37 / 20.11.2018
მარნეულის მერია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშით მოამარაგებს. როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, საშეშე მერქნის დარიგება წერილობით განცხადების საფუძველზე მოხდება.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები