კახა კალაძემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„1989 წლის 9 აპრილი იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მოვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათი თავდადება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

9 აპრილის მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print