ილჰამ ალიევი მოსახლეობას - წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!
ილჰამ ალიევმა, რომელიც აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს, ქვეყნის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყოველთვის ვგრძნობდი ხალხის მხარდაჭერას. ის ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი განვითარებისთვის“, - განაცხადა ალიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობამ ხმა „უსაფრთხოებას, პროგრესს და განვითარებას მისცა“.

„თქვენი მხარდაჭერა არის იმ სამუშაოს შეფასება, რაც ჩვენ ბოლო 15 წლის მანძილზე გავწიეთ. 15 წლის მანძილზე აზერბაიჯანის ეკონომიკა 3,2-ჯერ გაიზარდა. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!“ - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაზაჰირ პანახოვის განცხადებით, ბიულეტენების 65%-ის დამუშავების შემდეგ ილჰამ ალიევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 86,09%-ი მიიღო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები