ზვიად ქორიძე - გამოითქვა მოსაზრება, რომ შეწყალების კომისიის შემადგენლობა გაფართოვდეს
გამოითქვა მოსაზრება, რომ შეწყალების კომისიის შემადგენლობა გაფართოვდეს, - ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ გუშინ, პრეზიდენტის წარმომადგენლების, შეწყალების სახელმწიფო კომისიის წევრებისა და ქალთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქორიძის თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა და შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.

რაც შეეხება კომისიის შემადგენლობის შესაძლო გაფართოებას, ზვიად ქორიძის თქმით, ეს საკითხი შეხვედრაზე განიხილეს. "ეს მოსაზრება გამოითქვა შეხვედრაზე. ჩვენი მხრიდანაც ითქვა, რომ მოხდეს კომისიის შემადგენლობის გაფართოება და იმ ადამიანების მოწვევა კომისიაში, რომლებიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად წაადგნენ ამ სტანდარტის აწევას. ეს ითქვა ამ შეხვედრაზეც, მაგრამ ამ შეხვედრამდეც იყო ამაზე საუბარი, მათ შორის პრეზიდენტთან", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები