ომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა. ამის შესახებ
ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის
გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი
პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების
მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი
პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი
განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.
წყარო:ipn.ge