"ასე ერთპიროვნულად ამ გადაწყვეტილების მიღების მომხრე არ ვარ" - სავალან მირზოევი "რელიგიური გრძნობების შეურაწყოფის" კანონპროექტზე
გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრის სავლან მირზოევის თქმით, ის ეწინააღმდეგება ყველანაირი რელიგიის შეურაწყოფას, თუმცა თვლის რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევაა საჭირო.
„ასე ერთპიროვნულად ამ გადაწყვეტილების მიღების მომხრე არვარ. ჩვენ შევთანხმდით გუშინ თვითონ კანონპროექტის ინიციატორებთანაც, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ვიმუშაოთ ამ ფორმატში, დავპატიჟოთ ყველა რელიგიისა და ყველა კონფესიის წარმომადგენელი და მათთან ერთად გავიაროთ ეს საკითხები.“ - სავალან მირზოევი
რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ემზარ კვიციანის წინადადებას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაწყოფად არ უნდა ჩაითვალოს ის განცხადებები, რომელსაც მღვდელი ქადაგებისას გააკეთებს, სავალან მირზოევი ამბობს, რომ ის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„ რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან თუ მოხდება ეს, არააქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიის წარმომადგენელი იქნება, შესაძლოა შემდგომ გამოიწვიოს მრევლის აგრასია ზუსტად იმ რელიგიის მიმართ, რომელი რელიგიის წარმომადგენლების მიმართაც იქნება ქადაგების დროს შეურაწყოფა.“ - სავალან მირზოევი
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც ემზარ კვიციანის მიერ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე” ინიცირებულ კანონპროექტს უფრო დახვეწს. ამის შესახებ 24 აპრილს კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნული ინიციატივა განიხილეს.
კანონპროექტის მიხედვით, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. იდეის დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დარბაზში მსხდომმა წევრებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები