ლიტველები საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებენ
ამიერიდან ლიტვაში საქართველოს “გრუზიას” ნაცვლად “საქართველოს” უწოდებენ

საქართველოში ლიტვის საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია და ამიერიდან ლიტვაში საქართველო მისი ისტორიული სახელწოდებით მოიხსენიება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე ლიტვურ ენაში საქართველოს Gruzija-ს უწოდებდნენ, ამიერიდან sakartvelo დამკვიდრდება.
ამ ცვლილებაზე ლიტვაში კარგა ხანია მუშაობენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი ახლა მიიღეს.

“გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო. ეს ჩვენი მეგობრობის სიმტკიცის კიდევ ერთი სიმბოლოა!” – აცხადებს ლიტვის საელჩო საქართველოში.

ამ ნაბიჯით ლიტვა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას.

წყარო:ნეტგაზეთი
ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება შეიცვალა. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება - ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად საქართველო ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე.ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება შეიცვალა. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება - ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“ ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება შეიცვალა. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება - ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“ ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.
Print