პოლიტიკა
თურქეთის ელჩი სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესახებ განმარტებას აკეთებს
გვინდა, რომ სამუშაო რეგისტრირებული გახდეს და ადამიანები, რომლებიც საქართველოდან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე მიდიან, კანონით იქნებიან დაცული, - ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა Allnews.ge-ის თურქეთში საქართველოს მოქალაქეების სეზონურ სამუშაოებზე წასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

ელჩის თქმით, თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასვლა როგორც წესი, ნებადართული არ არის, თუმცა საქართველოსთვის გამონაკლისს უშვებენ.

"თუ ამის საჭიროება არ არის, თუ არ არის ბაზარი, მოთხოვნა და მიწოდება, ასეთი რამ არ მოხდება. რაც მინდა ამასთან დაკავშირებით თურქეთში გაკეთდეს, არის ის, რომ ეს სამუშაო დავარეგისტრიროთ და ადამიანები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ სეზონურად მიდიან, კანონითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებით უზრუნველყოფილები იქნებიან, მათი უფლებები დაცული იქნება. ჩვენი ემიგრაციის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ყველგან გამოაკრეს, ეს არის საინფორმაციო ფურცლები იმ ადამიანებისთვის, ვინც სეზონურ სამუშაოზე თურქეთში მიდიან. როგორც წესი, სეზონურ სამუშაოზე წასვლა ნებადართული არ არის, მაგრამ საქართველოსთვის გამონაკლისს ვუშვებთ. თურქეთში მხოლოდ აჭარიდან არ მიდიან და რასაც ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, არის ის, რომ ეს გახდეს ოფიციალური, რეგისტრირებული და კომფორტული", - განმარტა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე ჩაის და თხილის საკრეფად საქართველოდან ყოველწლიურად ასობით ადამიანი გადადის. მათი დროებითი საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით, თურქეთის მთავრობამ გასულ წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება თურქეთში სეზონურად ლეგალურად იმუშაოს.


წყარო: IPN.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“ყაზტრანსგაზის” ორ თანამშრომელს, რომლებიც დიდ
დიღომში 16 ნოემბერს მომხდარი აფეთქების საქმეზე არიან დაკავებული,
თბილისის საქალაქო სასაამრთლომ დღეს, 20 იანვარს
12:37 / 21.01.2019
“ყაზტრანსგაზის” ორ თანამშრომელს, რომლებიც დიდ დიღომში 16 ნოემბერს მომხდარი აფეთქების საქმეზე არიან დაკავებული, თბილისის საქალაქო სასაამრთლომ დღეს, 20 იანვარს
20 იანვარს აზერბაიჯანი 29 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს.
აზერბაიჯანში 29
23:58 / 19.01.2019
20 იანვარს აზერბაიჯანი 29 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს. აზერბაიჯანში 29
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელთა
კრედიტების დაგროვების არსებული სისტემა უქმდება. უქმდება
მასწავლებლების თვითშეფასების ვალდებულებაც – თვითშეფასების
კითხვარების შევსება ნებაყოფობითი იქნება
16:51 / 18.01.2019
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელთა კრედიტების დაგროვების არსებული სისტემა უქმდება. უქმდება მასწავლებლების თვითშეფასების ვალდებულებაც – თვითშეფასების კითხვარების შევსება ნებაყოფობითი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად
დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ
გამოცხადდა.
23:25 / 16.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
კახა
კალაძე მანქანის გაზიარების (ე.წ “ქარ შეარინგი”) დანერგვის შესახებ
საუბრობს. მერის თქმით, უკვე შერჩეულია ერთი კომპანია, რომელიც
მობილური აპლიკაციის მეშვეობით თბილის
18:27 / 15.01.2019
კახა კალაძე მანქანის გაზიარების (ე.წ “ქარ შეარინგი”) დანერგვის შესახებ საუბრობს. მერის თქმით, უკვე შერჩეულია ერთი კომპანია, რომელიც მობილური აპლიკაციის მეშვეობით თბილის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს
თქმით, წელს სეზონური გრიპის გამწვავება ბიუჯეტს, დაახლოებით, 10
მილიონი ლარი დაუჯდება, რასაც გრიპის საწინააღმდეგო
პრეპარატის
15:13 / 15.01.2019
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, წელს სეზონური გრიპის გამწვავება ბიუჯეტს, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი დაუჯდება, რასაც გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მუშაობს კერძო
საწყისებზე საქველმოქმედო
17:38 / 11.01.2019

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მუშაობს კერძო საწყისებზე საქველმოქმედო
ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” გედევან ფოფხაძე
იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ
განუცხადა
13:31 / 03.01.2019
ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა