მოსმენების სააგენტო ამბობს, რომ დაშიფრულ აპლიკაციებს ვერ კითხულობს
ფარული მოსმენების თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას სასამართლოში სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება (სასამართლოს ნებართვის არსებობის შემთხვევაში) დაშიფრული (Encrypted) ჩატების მომხმარებლების მიმოწერას ვერ კითხულობს .

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, როდესაც საქმე დაშიფრულ მიმოწერას ეხება, უწყებას შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია, რომელი მომხმარებელი ვის და რა სოციალური ქსელით ეკონტაქტება, თუმცა მიმოწერის შინაარსზე წვდომა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში არ აქვთ.

პოულარულ აპლიკაციებს შორის, რომლებშიც მომხმარებლების მიმოწერა დაშიფრულია, Whatsapp-ი, Viber-ი, Telegram-ია. Facebook Messenger-ს კი სპეციალური ფუნქცია აქვს, დაშიფრული მიმოწერისთვის. მსგავსი ფუნქცია საკუთარ სერვისს 2 დღის წინ Twitter-მაც დაამატა.

აღნიშული აპლიკაციების მწარმოებლების განცხადებით, ასეთ დროს, მიმოწერის შინაარსი მხოლოდ დიალოგის მონაწილეთა შორის ჩანს, გარეშე პირებისთვის კი (თუ მათ მომხმარებლის ანგარიშზე არ აქვთ წვდომა) ტექსტი დაშიფრულია და მისი წაკითხვა სპეციალური კოდების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია.






წყარო: ნეტგაზეთი
Print