ქართული ოცნების ყრილობაზე მარნეულის მერიც იმყოფება
მთაწმინდის პარკში, კლუბ “ანდერვილში” ქართული ოცნების მეხუთე ყრილობა დაიწყო, სადაც პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას აირჩევენ და პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს დაამტკიცებენ.
ქართული ოცნების სახეები “ანდერვილში” უკვე შეიკრიბნენ. კლუბში შესვლამდე, მათ ლურჯ ხალიჩაზე გაიარეს.
როგორც „ნეტგაზეთის“ სურათებიდან ჩანს, ქართული ოცნების ყრილობაზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეც იმყოფებიან.

სურათები აღებულია "ნეტგაზეთის" ფეისბუქ გვერდიდან
Print