კვირიკაშვილი: კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საოზგადოების გახლეჩა
გიორგი კვირიკაშვილმა ორდღიანი დუმილი დაარღვია . გთავაზობთ პრემიერმინისტრის გამოსვლის ტექსტს:

“გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილიები, დღეს და გუშინ ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ემოციურად საუბრობენ. გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი გუნდის პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხთან დაკაშირებით და მოუწოდა საზოგადოებას გაერთიანება იმ უმძიმესი დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია.

მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ მომაავლი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყიბისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერ დაემუქრება.

ის, რომ ადამიანის სიტყვის ადა გამოხატვის თავისუფლება ჩვენი პრიორტიეტია, ეს ბოლოს სააათების მოვლენებმაც დაადასტურა.


წყარო:ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები